ზემოთ ხსენებული პროექტების გარდა, ბატონმა ბლაიმ შეიმუშავა და მართა თავისი ოჯახის ბაღები თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, 1994 წლიდან. ეს ბაღები, რომელთა საერთო ფართობი 220 ჰექტარია, მოიცავს ზეთისხილის, ნუშის და თხილის პლანტაციებს.
გარდა ამისა, მას აქვს გამოცდილება თხილის მოპოვების სფეროში კავკასიის რეგიონში, თურქეთსა და უკრაინაში, 2012 წლიდან.
2010 წელს იგი თანამშრომლობდა კარო ნათ- თან (Candor AGS ჯგუფი, დაფუძნებული კალიფორნიაში, აშშ) მარკონას ნუშის ესპანეთიდან მოსაპოვებლად.
2014-2015 წლებში, მან კარო ნათ ჯორჯია- სთან ერთად ჩაატარა ფიჭვის კაკლის სასოფლო სამეურნეო პროექტის შეფასება ეფექტურობის და მომგებიანობის კუთხით (Due Diligence) რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში, აშშ-ში საცალო გაყიდვების სიდიდით მეორე კომპანიისთვის.
დღესდღეობით, ბატონი ბლაი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან მათი პოტენციური ან არსებული სოფლის მეურნეობის პროექტების შესაფასებლად.
• საერთაშორისო საკონსულტაციო სააგენტო, როგორც კონსულტანტი მაროკოს სოფლის მეურნეობის პროექტების შემუშავებაში.
• სოფლის მეურნეობის პროექტი ესპანეთში და პორტუგალიაში, რომლის მფლობელიც არის ჰონგ კონგში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი, ნუშის პროექტები ესპანეთში და პორტუგალიაში – 2000 ჰა, Due Diligence-ს შექმნა ახალი პროექტებისთვის;
• აშშ – ში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის პროექტებისთვის: ნუშის განაშენიანების – 5000 ჰა და ფისტას ბაღი 1000 ჰა, პროექტები ესპანეთსა და პორტუგალიაში, Due Diligence-ს შექმნა.