კომპანია

კომპანიის არსებობას საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც აგრონომი და ინჟინერი ბატონი ბლაი ლორტ მარტი ბარსელონაში სრულიად შემთხვევით ქართული თხილის ნიმუშებს წააწყდა. მას ჰქონდა დიდი გამოცდილება თხილის ინდუსტრიაში და მაშინვე იგრძნო ამ პროდუქტის უნიკალურობა. მან გადაწყვიტა მოეძიებინა ამ თხილის წარმომავლობა. ამრიგად, ის 2012 წელს ჩამოვიდა საქართველოში და აღფრთოვანებული დარჩა ამ ადგილობრივი პროდუქტის ავთენტური გემოთი და ხარისხით. შედეგად ის დარჩა ქვეყანაში და შექმნა გუნდი; მიზანი კი, საერთაშორისო კომპანიის დაარსება იყო, რომელიც დაკომპლექტებული იყო წევრებით, რომლებმაც შეაგროვეს ღირებული გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე.

თავდაპირველად კომპანია დაარსდა როგორც კარო ნათ ჯორჯია, Candor AGS ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომლის სათავო ოფისი აშშ-ში არის.

2019 წლის იანვარში, აგრო ორიჯინს, ახალი დამოუკიდებელი ქართული კომპანია დაარსდა. კომპანიის წევრები და პოლიტიკა არ შეცვლილა, ჩვენ განვაგრძეთ მუშაობა როგორც წინამორბედმა კომპანიამ და მივყვებით მიზნებს, რომლებიც წარმოადგენს ახალ ბაზრებზე შესვლას და მთელს მსოფლიოში ბრენდის აღიარებას.

აგრო ორიჯინს წარმოადგენს ახალგაზრდა, დინამიურ გუნდს და აქვს დიდი გამოცდილება თხილის სექტორში.

კომპანიას საქმიანობის ორი მიმართულება გააჩნია: სოფლის მეურნეობის პროექტის მართვა და სხვადასხვა წარმოშობის თხილის მოძიება და ვაჭრობა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენი გუნდი გთავაზობთ სოფლის მეურნეობის პროექტების შექმნას თხილის, ნუშის, კაკლის და ფისტას სექტორში, ამასთანავე თანამშრომლობას მათ წარმატებით განხორციელებაში. კომპანიის თანადამფუძნებელს, ბლაი ლორტ მარტის, რომელსაც ნამუშევარი აქვს  სამ ათწლეულზე მეტი ამ სფეროში, გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის აღმასრულებელ დონეზე. თავადაც მუშაობს მიწაზე და უზიარებს მის ცოდნას და გამოცდილებას სხვა აგრონომებს.

როგორც მოვაჭრემ და ექსპორტიორმა, ჩვენ საქმიანობა 2013 წლიდან დავიწყეთ. კომპანიის ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა ჯიშის თხილის საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინში, რუსეთში და ირანში მოძებაზე. აგრო ორიჯინს-ის მიზანია მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქტი მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში. კომპანია მონაწილეობას იღებს ყველა რგოლში, მათ შორის ხარისხის კონტროლში, თხილის გადამუშავებასა და  მიწოდებაში.