სატეხი კომპანია– ესპანეთი (2020)
ნუშის სატეხმა კომპანიამ, რომელიც ესპანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, ხელშეკრულება გაგვიფორმა რათა შეგვესრულებინა სტრატეგიული დაგეგმვა, კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე გასაყვანად. გეგმა გათვლილი იყო ორნახევარ წელზე.
თხილის წარმოებისა და მარკეტინგის კომპანია– ესპანეთი, არგენტინა (2018 – დღემდე)
ესპანური სავაჭრო, კაკლის წარმოებისა და მარკეტინგული საზოგადოებრივი კომპანიის ძირითადი აქცენტი იყო ზრდა. ფლობს ნუშის, თხილის და კაკლის ბაღებს როგორც ესპანეთში ასევე არგენტინაში. კომპანიას გააჩნია ქარხნები ნუშისა და კაკლის გასაშრობად, გასატეხად და მოსახალად. მთლიანი მიწა შეადგენს 10000 ჰა.
ხელშეკრულება მოიცავს: 1500 ჰა ნუშის და კაკლის პლანტაციის განვითარებას, მთლიანი სასოფლო სამეურნეო განყოფილების ტექნიკურ მართვას და კომპანიის გენერალური დირექტორის მხარდაჭერას კომპანიის განვითარებაში;
-სოფლის მეურნეობის სტრატეგია კომპანიისთვის.
-ნაკვეთების კვლევა და ანალიზი.
-ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება.
-პროექტის მართვა, მიწის შერჩევიდან საბოლოო პლანტაციამდე.
-ადამიანური რესურსების მართვა.
-აღჭურვილობის შერჩევა.
– ბაღების მართვა: მავნებლების კონტროლი, განაყოფიერება, მოჭრა, მოსავლის აღება.
კონტრაქტის მეორე ნაწილი არის 10000 ჰა კაკლისა და ნუშის პლანტაციების განახლება.
ესპანური საზოგადოებრივი კომპანია(2018)
პროექტი: მაროკოს ნუშის (მარკონა) სამეურნეო პროექტის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა.
-პოლიტიკური სტაბილურობის შესწავლა.
-ნიადაგისა და წყლის მარაგების შესწავლა.
-შეხვედრები მწვანე მაროკოს სამთავრობო დაწესებულებასთან.
-სოციალური გავლენის შესწავლა.
სინარა– სამხრეთ აფრიკა (2017 – 2018)
პროექტი: არტიშოკის პლანტაცია
-სამხრეთ აფრიკაში არტიშოკის სამეურნეო პროექტის შემუშავების სტრატეგიის ზედამხედველობა.
-სხვადასხვა ნაკვეთების გამოკვლევა, არტიშოკის პლანტაციებისთვის საუკეთესო და შესაფერისი ადგილის პოვნისთვის.
პროექტი: კაკლის ბაღის განახლება.
-წარმოების ზრდა: კალიფორნიული ჯიშის (კაკლის) 1200 კგ / ჰა-დან 3500 კგ / ჰა-მდე. -ფერმერების წრთვნა და მართვა.
კატალონიური კოოპერატივი– ესპანეთი, 2010
ნუშისა და თხილის სატეხი და გადამამუშავებელი მრეწველობა, ინდუსტრიული პროექტის განახლება.
კალიფორნიული კაკლისა და ფისტის ჯიშების პირველი პროექტი ევროპაში – ესპანეთი, აშშ (1998 – 2002)
ევროპაში წამყვანი საზოგადოებრივი კომპანია თხილის წარმოებისა და მარკეტინგის სფეროში დაუკავშირდა და ხელშეკრულება გააფორმა ბატონ ბლაისთან, რომელიც მოიცავდა:
-ევროპაში და კალიფორნიაში, აშშ – ში 2500 ჰა კაკლის პლანტაციის განვითარებას ესპანური კაკლის ბრენდის სავაჭრო ნიშნით;
-ახალი ქარხნის მშენებლობას დამუშავების, დახარისხებისა და შეფუთვისთვის;
-ახალი პროტოკოლის წარდგენას კაკლისა და ფისტას მეურნეობების მართვაში; -ადამიანური რესურსების შერჩევას და უფროსი მენეჯერების გაწვრთნას;
-ბიზნესის და ოპერატიული სამუშაოების განახლებას დასახული მიზნების მისაღწევად.
-კომპანიის მენეჯმენტის ხელმძღვანელობას და გაძლიერებას კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად.
ეს კომპანია გახდა მომგებიანი 2002 წელს. დღესდღეობით ეს კომპანია სწორედ იმ 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში დანერგილი პროტოკოლით ძალიან წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მენეჯმენტი და პერსონალი შედგება იმ თანამშრომლებისგან რომლებიც არჩეულნი და გაწვრთნილი იყვნენ ბლაი ლლორტის მიერ.